Wednesday, April 23, 2014

...

პროექტის  სახელწოდება   
"დავასუფთავოთ   საქართველო"
პროექტის   მთავარი   იდეა  (თემა)  1-2 წინადადებით:
საზოგადოების  ცნობიერების   ამაღლება და მისი ჩართვა  მყარი  საყოფაცხოვრებო  ნარჩენების  მართვის  გაუმჯობესების  პროცესში
პროექტის  მიზნები
საყოფაფცხოვრებო   ნარჩენების   შეგროვება   და  განთავსება   ურნებში.
მონაწილეთა  ასაკი
8- 12 წლის   მოსწავლეები.
ვადები/ ხანგრძლიობა
კვირაში   1  საათი
 პროექტის აქტუალობა
ადამიანის  ჯანმრთელობაზე,  გარემოზე,  და ესთეტიკურ  მდგომარეობაზე ზრუნვა. უსაფრთხოების  წესების   დაცვა, რომ არ მოხდეს სხეულის დაზიანება.
 3-წუთი
მოსალოდნელი    შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:
ნივთი ან  ნივთიერება, რომელსაც  დაკარგული   აქვს  სამომხმარებლო  თვისებები, გადამუშავებას აღარ  ექვემდებარება და ღირებულრბაც არ  გააჩნია , მათი  ხელახლა  გამოყენება შეიძლება. შეიძლება  ნარჩენების გარდაქმნა  ენერგიად.   3-წუთი.
პროექტისათვის საჭირო  ძირითადი  რესურსები:
უსაფრთხოება. ი.ს.ტ-ი1
პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):
1.- აქტივობა.საუბარი  იმის შესახებ, რომ  პროდუქტების  ნარჩენები  და ნაგავი  არ უნდა  გადავყაროთ   ქუჩაში და ეზოში.   5-წუთი.

2.-აქტიობა.მოსწავლეებს  დავასუფთავებინებ  სკოლის  ტერიტორიას.ნაგავს   და  ნარჩენებს   მოვათავსებთ   პარკებში და ისე  გადავყრით  ურნებში. 10.წუთი..

3.-აქტივობა.შუშის ბოთლებს და  ქილებს მოვაგროვებთ  და ჩავაბარებთ.10.წუთი.

4.- აქტივობა.მოსწავლეებს  მოვაგროვებინებ   მაკულატურას (ქაღალდი, მუყაო,  სხვადასხვა  სახის ლითონი) და ჩავაბარებ,  ვინაიდან   ზემოთ აღნიშნული  ჩამონათვალი გადამუშავებას  ექვემდებარება. 10.წუთი- 5.    აქტივობა.ზოგადი საუბრები   პოლიეთილენისა და  მისი  მავნებლობის შესახებ,სპეციალური  ტექნოლოგიების მეშვეობით ნარჩენების  თერმიული დამუშავების შესახებ, რომლის დროსაც  წარმოიქმნება  ენერგია. 5-წუთი       


.        
საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:
აუცილებელია   მოსწავლეებთან  ერთად  ხდებოდეს საზოგადოების  მონაწილეობა,  ნარჩენების მართვის  გეგმის  შემუშავებისას.აუცილებელია  ჩატარდეს  ფართო მასშტაბიანი საჯარო განხილვები და კონსულტაციები. საზოგადოების მობილიზება ნარჩენებთან  დაკავშირებული პრობლემების გარშემო.  
+პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ჟუჟუნა  კუპრაძე

 ხელმძღვანელის ელ ფოსტა:
JuJunakupradZe 88fgmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ ბლოგი:

No comments:

Post a Comment